კომპლექტში შედის: კარავი, რბილი დასაფენი, ბაჭია და ოთხკუთხედი ბალიშები, წვეროს გასაფორმებელი ბუმბულები, დროშები, ფიქსატორი.
კარავი დამზადებილია 100% ბამბის ქსოვილით და ანტიალერგიული შემავსებლით. კარავი იწყობა 4 ცალ ხის ჯოხზე. ჯოხები დამუშავებულია ბუნებრივი გზით. კომპლექტს ახლავს ფიქსატორი - კონსტრუქციის დაკეცვის საწინააღმდეგო სისტემა.
კონსტრუქცია უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.
კარავის ზომებია 117X117X165 სმ. ჯოხების სიგრძე 180 სმ.