ikokids სახელოსნო არის ადგილი, სადაც 2019 წლიდან ყოველდღე ვჩუქნით ბავშვებს ჯანსაღ, ჯადოსნურ გარემოს და ვეხმარებით მშობლებს აღზრდის პროცესის გამარტივებაში.
ვქმნით საბავშვო, განმავითარებელ სათამაშოებს და განწყობის ასამაღლებელ დეკორაციებს.
ჩვენი პროდუქტებია: საბავშვო და თოჯინების კარვები, კალათა სათამაშოებისთვის, თოჯინების თეატრი როლური თამაშებისთვის, სადღესაწაულო დროშები და ფორმები, ოთახის დეკორაციები, ცხოველების ფორმის ჩანთები, სხვასხვა ფორმის რბილი სათამაშოები და ბალიშები, სათამაშო/ტრანსფორმერი დივანი.
პროდუქცია არის სრულიად ხელნაკეთი. მზადდება Oeko-Tex სერთიფიცირებული ბაბმბის ქსოვილებით და ბუნებრივი გზით დამუშავებული ხით. გვაქვს მზა პროდუქტების კოლექცია, რომელსაც ვანახლებთ პერიოდულად. ასევე ვმუშაობთ ინდივიდუალურ, პერსონალურ და კორპორატიულ შეკვეთებზე.
ჩვენი საქმიანობის თითოეულ ეტაპზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოსა და სოციალური ნორმების დაცვას, ორიენტირებულები ვართ მდგრად განვითარებაზე. ჩვენი ქსოვილის ნარჩენებს ვაგროვებთ და ვაბარებთ გადასამუშავებლად.
პროდუქცის შესაფუთად ვიყენებთ ბიოდეგრადირებად ჩანთებს.
2023 წელს გავხდით საქართველოს სახელმწოფის მიერ დაფინანსებული კონკურსის ,,აწარმოე საქართველოში" -ის გამარჯვებული, მოვიპოვეთ სახელმწიფო გრანტი და გავზარდეთ ჩვენი წარმოება.
2024 წელს, სხვა ქვეყნებისთვის ჩვენი პროდუქციის გაცნობის მიზნით, და პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით, მონაწილეობა მივიღეთ გერმანიის ქალაქ ნიუნბერგში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სათამაშოების გამოფენაში Spielwarenmesse2024. შედეგად, 2024 წელს გავაკეთეთ პირველი ექსპორტი საბერძნეთში.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვს ვაჩუქოთ ბედნიერი მომენტები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლეს გარეთ!
თითოეული პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სითბო, რომლითაც მას ვქმნით.
ჩვენ მზად ვართ, პროდუქტთან დაკავშირებით, ნებისმიერ თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, რისთვისაც შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენთვის ხელსაყრელი, საკონტაქტო საშუალებით.
ისიამოვნეთ ყიდვით!