დაბრუნების პირობები

IKOKIDS-ის პროდუქცია არის ხელნაკეთი, რის გამოც თითოეულ ნივთს შესაძლოა ჰქონდეს მცირე, ბუნებრივი განსხვავება ფერში, ფორმასა ან დეტალებში.

ვებგვერდზე შეძენილი მზა პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უნდა გვაცნობოს 14 კალენდარული დღის ვადაში:

ელფოსტა: iashengelia03@gmail.com
ტელეფონი: 599 533 836

დაბრუნებული პროდუქტი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ სცდება მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად აუცილებელ შემოწმებას.

დეფექტის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პროდუქტის მიღებისთანავე.